მერვე შეხვედრა - საახალწლო მილოცვა ,,წიგნის ქურდებს"

freeclab-მა ახალი წლის მილოცვა სკოლის მოსწავლეებისთვის უცნაურად გადაწყვიტა- ,,ლიდერების დაფაზე გააკრა მოწოდება ,,წიგნის ქურდი ქურდი არ არის " .



 ლიდერების დაფაზე ამ ფორმით გავაკარით მკითხველებისათვის საინტერესო მინიატურული ნაწარმოებები. ასევე მინიატურები ,,დავბეჭდეთ წიგნებად და ამავე დაფის ბოლოს განთავსებულ ჯიბაკებში ჩავალაგეთ .სულ 30 ეგზემპლარი .
   ძალიან გაგვიხარდა ,30 -ვე წიგნი ,,მოოიპარეს".
ამავე აქტივობის ფარგლებში  პაუზების კითხვის სტრატეგიის გამოყენებით წავიკითხეთ რამდენიმე მათგანი. მოსწავლეებმა იმსჯელეს ადამიანური თანადგომის მნიშვნელობასა და ზნეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე. პრეცესები საინტერესო აღმოჩნდა


  აქვე გთავაზობთ რამდენიმე მათგანს

        ერთ განდეგილს ჰკითხეს:
ამ ყველასაგან მივიწყებულ ადგილზე მარტო როგორ ძლებ?
მან კი უპასუხა:
მარტო არ ვარ. მე თანამოსაუბრე მყავსეს არის ღმერთი.
 როდესაც მინდა, რომ მელაპარაკოს,
 — მე ბიბლიას ვკითხულობ, ხოლო როდესაც
მე მინდა მასთან ლაპარაკივლოცულობ.

     მოსწავლეს, რომელიც ყოველთვის, ყველას აკრიტიკებდა,
 მასწავლებელმა უთხრა:
  — თუ სრულყოფილებას ეძებ,
       სცადე     საკუთარი      
         თავი    შეცვალო, და არა
        სხვები. უფრო ადვილია
          ფეხსაცმელის    ჩაცმა,
        ვიდრე დედამიწს
        ხალიჩით  დაფარვა.










 

   მას შემდეგ, რაც ღმერთმა სამყარო შექმნა, ჯერი იღბალზე მიდგა.
ვისთან წახვალ?
ჰკითხა ღმერთმა მას.
წავალ, ყველაზე ზარმაც ადამიანს ვნახავ და მასთან დავრჩებიუპასუხა მან.
ეგ როგორ? ქვეყანაზე ხომ ძალიან ბევრი შრომისმოყვარე
ადამიანი არის, შენ კი ზარმაცთან მიდიხარ?
იღბალმა კი საპასუხოდ უთხრა:
შრომისმოყვარე მე თვითონ მიპოვის.

      

         
           ერთი გულუხვი კაცის ცოლმა
            უთხრა ქმარს:
    — მე არ შემხვედრია იმაზე უფრო
           უმადური    ადამიანები,
      ვიდრე შენი ძმები არის. როდესაც
          შენი      საქმე კარგად მიდის,
      ისინი სულ აქ არიან, ხოლო
         როდესაც  იღბალი
        ზურგს  გაქცევს, ისინი
         მაშინვე  მიდიან.
      ქმარმა მას უპასუხა:
       — ეს იმიტომ ხდება, რომ ისინი
       მეტისმეტად   დელიკატურები არიან.
        მათ არ სურთ ტვირთად დაგვაწ-
       ვნენ,    როდესაც ჩვენ არა გვაქვს, მათთვის
       რამის მიცემის საშუალება.

     

No comments:

Post a Comment